28 ივლისის საკრებულოს სხდომა

1 (4)

დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების (მათ შორის სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) აღრიცხვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების მომზადების, სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების დაცვაზე, საიჯარო ქირის ამოღებაზე და ქონების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობის კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ“(2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე)

3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაცია: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ბალანსზე არსებული ქონების (უძრავ-მოძრავი) ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.“
4. ა.(ა).ი.პ. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დირექტორის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების, მწვანე ნარგავებისა და სკვერების მოვლა-პატრონობის კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.

5. ა.(ა).ი.პ. „ბაღდათის სპორტიული სკოლის“ დირექტორის ანგარიში: „ 2016 წლის განმავლობაში სპორტულ ღონისძიებებში სპორტული სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ“.

6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დამტკიცების შესახებ.

7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ.

 

.1 (1) 1 (2) 1 (3) 1 (5)  1 (6) 1 (7)

 

Facebook

Get the Facebook Likebox Slider Pro for WordPress