აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში

IMG_20170808_123625

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა.(ა).ი.პ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში.

პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის. პირველადი წარმოების კომპონენტი -გრანტის მაქსიმალური მოცულობაა 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. გადამამუშავებელი წარმოების კომპონენტი – გრანტის მაქსიმალური მოცულობაა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.  პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების – 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს.

პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: ხურმა; ვაშლი; ატამი; კივი; ბოსტნეული; დაფნა; თაფლი; კენკროვანი კულტურები; თაფლოვანი კულტურები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს  www.apma.ge  ან  დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555 59 37 88;  599 58 98 28.

IMG_20170808_123745 (1) IMG_20170808_123625

Facebook

Get the Facebook Likebox Slider Pro for WordPress