ბაღდათის №2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

1

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ (მილენიუმი) ერთ–ერთ პროექტში, რომელშიც ორგანიზაციამ 60 მილიონი დოლარი ჩადო და სკოლის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – ნინო მშვილდაძის ინიციატივით, ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა, წარმატებით გაიარა პროექტის ყველა ეტაპი და ფინალში გავიდა. პროექტის ფარგლებში დღეს სკოლას საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის „რომკატელ ინდუსტრიის“ წარმომადგენლები ეწვია. ამ ფირმამ უნდა მოახდინოს სკოლის ტექნიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შესწავლა და ამის საფუძველზე შეადგინოს სკოლის სარეაბილიტაციო პროექტი. „რომკატელ ინდუსტრიის“ წარმომადგენლები ბაღდათის №2 საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდნენ და პროექტის წარდგენის შემდეგ სკოლის რეაბილიტაციის კომისია შეიქმნა ( მის შემადგენლობაში შედიან სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები, თვითმმართველობის წარმომადგენლები). ამჟამად მიმდინარეობს სკოლის ტექნიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შესწავლა და წლის ბოლოსთვის დასრულდება სკოლის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე ესწრებოდა .

1 (2) 1 (3) 1 (4) 1 (6) 1 (8) 1 (9)

Facebook

Get the Facebook Likebox Slider Pro for WordPress