სახალხო დღესასწაული “ზეკარი” 12 აგვისტო

7D (44)

სახალხო დღესასწაული „ზეკარი“ 12 აგვისტოს გაიმართება, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები წითელ მინდორზე, დიდმაღალის ქედის ფერდობებზე გეპატიჟებიან. ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე დღესასწაული 12 საათზე დაიწყება საპატიო სტუმართა შეკრებით მემორიალურ დაფასთან. „ქვასაყდარას“ კლდოვანი სვეტიდან კი შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დოღს და დაათვალიეროთ ადიგენისა და ბაღდათის ეთნოკუთხეები, კლუბ „დიდმაღალის“ სალაშქრო ბანაკი.
წითელ მინდორზე „მომთაბარე“ ფერმერებისა და საპატიო სტუმრებისთვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ, შეგიძლიათ სახელდახელო კონცერტით ისიამოვნოთ. 
სახალხო დღესასწაული „ზეკარი“ ახალი სახელით და ახალი ფორმატით პირველად ტარდება და იგი 2015 წელს ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ძალისხმევით აღდგენილი „მწყემსის დღის“ ახლებური გაგრძელებაა.

20664078_1921676304755809_3389645223074552715_n 20664478_1921676361422470_8804504267301969426_n 20664790_1921684231421683_1782635484334758271_n 20728088_1921676324755807_6493700259640175886_n 7D (147)

Facebook

Get the Facebook Likebox Slider Pro for WordPress